UNICEF

სიძულვილის ჯგუფებმა UNICEF-ის ოფისთან აქცია გამართეს

აქცია გაეროს ოფისთან

თბილისში, UNICEF-ის ოფისთან სიძულვილის ჯგუფებმა აქცია გამართეს და გაეროს ბავშვთა ფონდის აკრძალვა მოითხოვვეს.

აქციის ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მათი მიზანია "შეწყდეს ოჯახის ნგრევის, გარყვნილებისა და მამათმავლობის კულტივირება საქართველოში, გაუქმდეს ბაღებში ნეიტრალური გენდერის პროგრამა, შეწყდეს ლგბტ ლობიზმი სპორტში, აიკრძალოს სკოლებში საგანი „მე და საზოგადოება“. აღიკვეთოს გაეროს ტრენინგები საზაფხულო ბანაკებში, რადგან ისინი ითრევს ბავშვებს ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობაში, შეწყდეს გაეროს მიერ მომზადებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის ინიცირება პარლამენტში, ვინაიდან ის ემსახურება ოჯახის დანგრევისა და ლგბტ ცნობიერების პროპაგანდას ბავშვებში".

აქციაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისთვის ნასამართლევი სასულიერო და საერო პირები მონაწილეობდნენ.

კომენტარები