ავტოსაგზაო შემთხვევა

გორში 10 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა

გორში ათი წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. ბავშვი კატასტროფული მედიცინის ცენტრმა კლინიკა "გორმედი"-დან თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. 

დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გორმედის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას თქმით, ბავშვს შუბლ-თხემ-საფეთქლის ძვლის მოტეხილობა აქვს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კომენტარები