ავტოსაგზაო შემთხვევა

რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

metro.us

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელი გზის გაჩიანის მონაკვეთზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე ადამიანი მსუბუქი ავტომობილის მგზავრი იყო. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები