სამთავრობო პროპაგანდა

გრამ ბრუკი: ფეისბუქის წვდომა იმდენად ღრმაა, მათი გამოძიება ეჭვს არ ტოვებს

ფეისბუქს აქვს საშუალება ნახოს თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე

DFRLab-ის დირექტორმა, გრამ ბრუკიმ, "ამერიკის ხმასთან" Facebook-ის მიერ 418 ქართული პროსახელისუფლო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ანგარიშის გაუქმებაზე ისაუბრა. Facebook 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების მიხედვით გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირში არიან. სოციალური ქსელის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა.

კომენტარები