აშშ - რუსეთი

Nord Stream 2-ის გაყვანაში ჩართული კომპანია აშშ-ის სანქციების შემდეგ, მასზე მუშაობას წყვეტს

Unian

რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში გასაყვანი ახალი რუსული მილსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობაში ჩართული შვეიცარული კომპანია AllSeas აშშ-ის სანქციების შემდეგ, პროექტზე მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიაში დღეს განაცხადეს. 

მართალია, მილსადენის დიდი ნაწილი უკვე აგებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა მილსადენის დასრულების AllSeas-ის გარეშე.

რუსული პროექტის მშენებლობა, რითაც რუსეთმა კიდევ 55 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი უნდა მიაწოდოს გერმანიას, სულ მცირე, გადაიდება. გაზპრომს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს. 

გაზპრომში განაცხადეს, რომ ის მუშაობას გააგრძელებს, რათა პროექტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს:

"პროექტის დასრულება ევროპული მომარაგების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია".

Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულების ვადად 2019 წლის ბოლო აქვთ განსაზღვრული.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროკავშირში გამავალი მილსადენების მშენებლობაში ეხმარება, სანქციები უწესდება. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების გაუქმებას.

სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ახალი რუსული მილსადენების - ევროპის ჩრდილოეთიდან, ბალტიის ზღვაში გამავალი NordStream 2-ის, რომელიც გერმანიაში გავა და რუსეთიდან თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპაში გამავალი Turkstream-ის მშენებლობას დაეხმარება.

აშშ-ს მიაჩნია, რომ ეს მილსადენის პროექტები ევროკავშირის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ახლი რუსული პროექტებით ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე თქვა, რომ 1 225 კილომეტრიანი NordStream 2-ის გაზის მილსადენი გერმანიას "რუსეთის ტყვედ" გადააქცევდა.

კომენტარები