ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა

ბოკერია "ოცნების" წინადადებაზე: რასაც გვთავაზობენ პროპორციულ არჩევნებთან არაფერ შუაშია

ეს წინადადება შინაარსით, რაც მოიტანეს არასერიოზულია. არსებითად არ ცვლის თამაშის წესებს. ფუნდამენტური პრინციპი იგივე რჩება. იმას, რასაც ახლა გვთავაზობენ პროპორციულ არჩევნებთან არაფერ შუაშია.

ეს არ არის გამოსავლის ძიება, ესაა წვალება და რღვევა მათი. გამოსავალია არსებითი წინადადებით როდესაც მოდიხარ, რომელიც იმასთან კავშირშია, რის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი, ანუ პროპორციულ არჩევნებთან და ეს არაა პროპორციული არჩევნებისკენ სვლა.

მაჟორიტარი რამდენით მეტი იქნება და ნაკლები, ეს ხომ თამაშის წესს არ ცვლის. ისევ სუპერუმრავლესობაზეა საუბარი და უკონტროლო ხელისუფლებაზე. მომავალ ხელისუფლებაზე და არა ივანიშვილზე, რადგან ივანიშვილი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე. ქართული ოცნება ოპოზიციის ინიციატივასა და სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებზე დათანხმების ნაცვლად, ახალი ინიციატივით გამოვიდა - 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარული წესით აირჩიონ.

კომენტარები