საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გიორგი თაბაგარი მომავლის პერსონად დაასახელა

დათო ფარულავა/OC Media

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი მომავლის პერსონად დაასახელა.

უწყებას თაბაგარის კანდიდატურა საქართველოში საფრანგეთის საელჩომ შესთავაზა.

"Tbilisi Pride- ის დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თაბაგარი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის და ასევე ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. ბატონი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს", - წერია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები