15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა

ია მეტრეველი ოპოზიციას: ამხელა ტრაგედია დატრიალდა, როგორ შეგიძლიათ ყველაფრით ისპეკულანტოთ

ამხელა ტრაგედია დატრიალდა, ენით აუწერელი, როგორ შეგიძლიათ ყველაფერი სათქვენოთ გამოიყენოთ, ყველაფრით ისპეკულიანტოთ. მორჩით ამ სპექტაკლებს, დაასვენეთ ანგელოზი ბავშვის სული.

სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული რა მოხდა სინამდვილეში, იყო თუ არა მართლაც პროკურატურიდან ზეწოლა. ასევე სასწრაფოდ უნდა შეუჩერდეს სკოლას ლიცენზია, რისთვის აქვთ მანდატურის სამსახური. კედელზე წარწერების გამო, ბავშვი პოლიციისთვის რატომ გაიმეტეს, როგორც ირკვევა, ეგ სკოლაც ნაცების ყოფილა, სადაც ეგენი არიან, ყველგან სისხლი, სიკვდილი და ბოროტებაა, ნამდვილი სატანის მსახურები. სხვას ვერაფერს ვუწოდებ.

2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

კომენტარები