მოზარდის თვითმკვლელობა

კალაძე: მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება

დღევანდელი სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენი სამძიმარი და გულის ტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ალბათ შეგვიძლია გავიხსენოთ თუ რამხელა ენერგია ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენ ირგვლივ იყო, იყო დიდი გამოწვევა და ხშირად, შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი ბიჭი იყო, გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ? რისი გულისთვის? ძალიან მძიმეა ზოგადად, რომ შევხედოთ რა ხდება ირგვლივ. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე  მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ ყველანი. იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მომხდარში დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა.

კომენტარები