15 წლის მოზარდის გარდაცვალება

დეკანოზი თამაზი: ფარისევლობაა ბარბარობის აღნიშვნა, როცა ბავშვს აღმოხდა "ამ ცხოვრების დედაც"

დღეს, ლობიანებით ჭამით ბარბარობა რომ იზეიმა “მორწმუნე” ერმა, ძალადობისგან სასოწარკვეთილმა, 15 წლის ბავშვმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი “მორწმუნეობის” და “წილხვედრობის” მყრალი სიყალბე დავინახოთ?! ყალბია და საზიზღარი ფარისევლობაა ჩვენგან ამ დღესასწაულების აღნიშვნა, როცა ამ დროს ჩვენს გვერდით გამწარებულ ბავშვს აღმოხდება, “ამ ცხოვრების დედაც”-ო და შემდეგ ამის გამო მოძალადე ჯალათებისგან არაადამიანურად დასჯილი თავს მოიკლავს. ყარს ჩვენი სიყალბე! ისიც იცოდეთ, რომ წმ. ბარბარე ბავშვების მფარველია და ამ ბარბარობას საქართველომ მას კიდევ ერთი ბავშვი მოუკლა.

დეკანოზი თამაზ ლომიძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება. 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, დღეს, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. საია-ს ინფორმაციით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

კომენტარები