ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ვაჟა გაფრინდაშვილი

საკრებულოს წევრი ოცნებიდან გაფრინდაშვილის ოჯახს: იდიოტები, პროვოკატორები ხართ, თქვენი დედაც

შაბათი, 14 დეკემბერი, 2019 - 10:10
tbl.ge/4aak
დაკოპირდა
ერეკლე კუხიანიძე / Facebook
გარემოს დაცვის კომისია - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტოს საკრებულო / Facebook
გარემოს დაცვის კომისია - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტოს საკრებულო / Facebook
http://tbsakrebulo.gov.ge

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ერეკლე კუხიანიძე ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს იდიოტებს, პროვოკატორებს უწოდებს და აგინებს.

13 დეკემბერს საკრებულოს წევრმა თავის Facebook გვერდზე დაწერა:

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :((((((("


ფოტო: ერეკლე კუხიანიძე / Facebook / Screenshot
სტატუსის კომენტარებში, მას უწერენ - "ხმას ამოიღებ და ჩაგქოლავენ," - რაზეც საკრებულოს ოცნების წევრი პასუხობს - "ვინ ვის ჩაქოლავს მაგას დავინახავთ".

ერეკლე კუხიანიძე იმასაც წერს, რომ მისი გაგებით, გაფრინდაშვილის ოჯახი იმუქრება.

"როდესაც ოჯახი მთავრობის დადანაშაულებას იწყებს და ზეიმის ჩაშლით იმუქრება - რა გამოიკვეთა?" - წერს ის დღეს, 14 დეკემბერს ქართული ოცნების დაგეგმილ აქციაზე.

36-ე დღეა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებს ჰყავთ გატაცებული. 13 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, ექიმი პატიმრობაში დატოვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.

ოჯახი პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის დარღვევას ედავება - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. დანაშაული ფულად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 2 წლით ან 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ექიმი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ქართული ოცნებავაჟა გაფრინდაშვილიერეკლე კუხიანიძეთბილისის საკრებულო

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 00:09გაფრინდაშვილი: ჩემი შვილების მომავალს ვიცავ, რომ მათ დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრონ
  • შაბათი, 22 თებერვალი, 2020 - 20:00გაფრინდაშვილი: მე რომ თბილისში მშვიდობიანად ვარ, არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა
  • შაბათი, 1 თებერვალი, 2020 - 19:17ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო კუნსულტაციები ჩაუტარა
  • სამშაბათი, 31 დეკემბერი, 2019 - 15:46პატრიარქი ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა
  • ორშაბათი, 30 დეკემბერი, 2019 - 01:13გაფრინდაშვილი: რუსებს ვუთხარი, პრეტენზია იმაზე მქონდა, რომ იქ იყვნენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან 1 120 000 ადამიანი დგას
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 13:04

პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელის უკან 1 120 000 ადამიანი დგას

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე იერიში მიიტანა, დაზიანდა აეროპორტი – აშშ-მ საპასუხოდ დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 12:37

ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინზე იერიში მიიტანა, დაზიანდა აეროპორტი – აშშ-მ საპასუხოდ დაარტყა

თევზი 20.9%-ით გაძვირდა, ხორცი 10.1%-ით, გაიაფდა ბოსტნეული – წლიური ინფლაცია 5.7%-ია
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 12:16

თევზი 20.9%-ით გაძვირდა, ხორცი 10.1%-ით, გაიაფდა ბოსტნეული – წლიური ინფლაცია 5.7%-ია

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში