აშშ-ირანი

აშშ-მა ირანულ სატრანსპორტო კომპანიებს და ავიახაზებს ახალი სანქციები დაუწესა

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-მა ირანის ყველზე დიდ ავიაკომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. Mahan Air-ს ლეტალური და მასობრივი განადგურების იარაღის ტრანსპორტირებასა და გავრცელებაში ადანაშაულებენ.

ტრანსპორტირების კომპანია ESAIL-ის სათაო ოფისი შანხაიშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით ისინი გაცნობიერებულად ახორციელებენ ირანის აეროსივრცის ინდუსტრიების ორგანიზაციის, რომელიც ირანის სარაკეტო ინდუსტრიას ხელმძღვანელობს, არალეგალური მასალის ტრანსპორტირებას. მისივე თქმით კომპანია თანამშრომლობს იმ ირანულ ორგანიზაციებთან, რომლებიც გაეროს სანქციების სიაში არიან შესული.

დამატებითი სანქციები უწესდება ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანსპორტო ხაზებსაც. შავ სიაში მოხვდა ირანული სატრანსპორტო ქსელი, რომელიც იემენში იარაღის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს.

სანქციები ძალაში 2020 წლიდან შევა.

სანქციები დაუწესდებათ მათაც, ვინც ჩამოთვლილ კომპანიებთან ითანამშრომლებენ.

კომენტარები