მოსამართლეების უვადოდ გამწესება

ოქრიაშვილი: თადუმაძეს არ დავუჭირე მხარი, რადგან ხინჯად დამრჩა კითხვა დიპლომთან დაკავშირებით

მოსამართლეებიდან რვა კანდიდატს დავუჭირე მხარი, მათ შორის იყვნენ: ზამბახიძე, წულაძე, ვასაძე, მიქაუტაძე, სხირტლაძე, ფაფიაშვილი, ვაჩაძე... ჩემი გადაწყვეტილებები ემყარებოდა რეკომენდაციებს იმიტომ, რომ მე ექიმი ვარ. თადუმაძეს არ დავუჭირე მხარი, რადგან ჩემში ხინჯად დარჩა კითხვა დიპლომთან დაკავშირებით... მე არ ვიცი, ვინ რად მიიჩნევა, მე ვიცნობ მიქაუტაძეს, ასევე მამუკა ვასაძეს, პატივს ვცემ და ვიცი, რომ ეგენი არიან პროფესიონალები. ყველა იურისტისა და ამ საქმეში პროფესიონალის რეკომენდაცია გავითვალისწინე. ვთვლი, რომ მე კარგად მოვიქეცი. ჩემი გადაწყვეტილებები იცოდა გუნდმა, ჩუმად არასდროს არაფერს არ ვაკეთებ. 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა "ტელეკომპანია პირველთან" ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში კენჭი უყარეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატ მოსამართლეებს. მმართველმა პარტიამ 19 კანდიდატიდან 14 უვადოდ დანიშნა.

კომენტარები