საქართველო - აშშ

უილსონი: პროპორციულზე მიღწეული კომპრომისის უკან წაღების გამო აშშ-ში შეშფოთებაა

პროპორციული საარჩევნო სისტემაზე მიღწეული კომპრომისის უკან წაღების გამო შეერთებულ შტატებში არსებობს შეშფოთება. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს იმედი გაუცრუვდა, როცა ეს კომპრომისი ჩაიშალა. ახლა ვხედავთ ამის შედეგებს, იმ პოლიტიკური დაძაბულობის სახით, რაც დღეს საქართველოშია. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეეცადონ სამომავლო გზაზე შეთანხმებას, ამ კომპრომისის შესანარჩუნებლად, რათა საქართველოს დემოკრატიამ განაგრძოს განვითარება და [ქართველ] ხალხს და პარლამენტს ყური დაუგდონ.

ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები