საქართველო - აშშ

ხაზარაძე პომპეოს ვიზიტზე: ივანიშვილს მნიშვნელოვან კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

საარჩევნო თემა იქნება ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, შეხვდება თუ არა ოპოზიციას, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ, თუმცა ეს თემა იქნება მაღალ დონეზე განხილული. ისევე, როგორც საქართველოს ფუნქციაზე მომავალში, იმიტომ რომ ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ამ ქვეყანას ფუნქცია დაეკარგა. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ოცნების ხელისუფლების ისეთ ქმედებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას რაღაც ფუნქცია მისცა რეგიონში. პირიქით, წლიდან წლამდე რეგიონში გავლენას ვკარგავთ და თუ ამერიკელი მეგობრები არ დაგვეხმარებიან და  საქართველოში ნამდვილი დემოკრატია არ გაიმარჯვებს, ჩვენ გავხდებით ისეთი ჩიხი, საერთოდ არავის აღარ დააინტერესებს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ვთვლი რომ მისი ვიზიტია ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული.

ქართულ ოცნებას და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ექნება მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გასაცემი - როდესაც სახელმწიფო მდივანმა იმ დროინდელ პრემიერმინისტრს კონკრეტულ პროექტზე მიუთითა, მას შემდეგ გაძლიერდა ჩვენზე თავდასხმა და ანაკლიის ტორპედირება. ივანიშვილმა განახორციელა რუსული პროექტი და ქვეყანას დაუკარგა განვითარების შანსი...

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოსალოდნელ ვიზიტს ეხმაურება. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება.

კომენტარები