საქართველოს პარლამენტი

4 პირი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შედეგად შეუძლოდ გახდა

პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ორი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის ორი თანამშრომელი ამბობს, რომ შეუძლოდ გახდა.

ტაბულას ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამ მათგანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მათგან ერთი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. 

პარლამენტის პლენარული სხდომის გახნის შემდეგ, დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. რამდენიმე დეპუტატის თქმით, ისინი შეუძლოდ გახდნენ. შედეგადად არჩილ თალაკვაძემ შესვენება გამოაცხადა. ერთერთი მათგანი ენძელა მაჭავარიანია.

პარლამენტში მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია სირცხვილიამ აიღო. ინფორმაცია ამის შესახებ მოძრაობის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. 

კომენტარები