საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ლევან გახელაძის შვილი: მამაჩემი დილით აქციაზე დააკავეს, მას ამ დრომდე ვერ ვპოულობ

საზოგადოებრივი მაუწყებლის, სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან გახელაძის შვილი ამბობს, რომ ვერ პოულობს მამამისს, რომელიც დილით პოლიციამ პარლამენტთან აქციის დროს დააკავა.  

"ვიყავი ყველა სამმართველოში, სასამართლოში. ვერ ვპოულობ დაკავებულს, მეუბნებიან რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ" - ამბობს ტაბულასთან გახელაძის შვილი. 

კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციას გახელაძე. 

შსს ტაბულასთან ამბობს, რომ გახელაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. 

უწყებას ოჯახისთვის ამ დრომდე არაფერი შეუტყობინებია. შსს მედიასთანაც არ ამბობს, თუ რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი გახელაძე.

კომენტარები