ჟურნალისტებზე ძალადობა

კილაძე ჟურნალისტებზე ძალადობაზე: იყო გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა, გავარკვევთ, რა მოხდა

მინდა გამოვეხმაურო იურიდიულ კომიტეტზე ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ინციდენტს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი დემოკრატიისთვის ჟურნალისტების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჟურნალისტების მუშაობა, მედიის თავისუფლება იყოს ხელშეუხებელი. ძალიან სამწუხარო იყო, რომ მოხდა გაურკვევლობა, შეხლა-შემოხლა, მე და ბატონ რატი იონათამიშვილს მოგვიწია ჟურნალისტების სათითაოდ შემოყვანა იურიდიული კომიტეტის დარაბზში.

საბოლოო ჯამში ეს ინციდენტი ამოიწურა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალებში მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს და საბოლოო ჯამში, გავარკვევთ, ზუსტად რა მოხდა.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არ იყო დაორგანიზებული, ბატონ ანრის ნამდვილად არ გაუცია დავალება, რომ გაეყარათ დარბაზიდან, პირიქით, ამიტომ საზოგადოებას ვთხოვ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და საბოლოო ჯამში, აუცილებლად გავარკვევთ, რა მოხდა და რატომ მოხდა ეს არეულობა და შეხლა-შემოხლა

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჟურნალისტებზე ძალადობაზე. მანდატურებმა მედიის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რა დროსაც, ტაბულას ჟურნალისტს, თიკო ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები