საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების ზრდამ 13,7% შედგინა.
წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში FDI-ის რაოდენობამ 417.3 მილიონი დოლარი შედგინა. უწყების ინფორმაციით, წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა.
ქვეყნების ათეული, საიდანაც წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიციები შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:
- გაერთიანებული სამეფო — $78.4 მილიონი;
- ნიდერლანდები — $68.3 მილიონი;
- თურქეთი — $43.1 მილიონი;
- ჩინეთი — $030.1 მილიონი;
- აშშ — $25.1 მილიონი;
- იაპონია — $16.2 მილიონი;
- პანამა — $15.7 მილიონი;
- რუსეთი — $15.1 მილიონი;
- დანია — $14.7 მილიონი;
- ჩეხეთი — $13.1 მილიონი.
2018 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით ინვესტიციები, დაახლოებით, 20%-ით არის შემცირებული.
თუ 2018 წლის სამ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 1,09 მილიარდი დოლარი შედგინა, წელს იგივე მაჩვენებელი 908,9 მილიონი დოლარია. ნომინალურ გამოსახვაში კლება, დაახლოებით, 185 მილიონი დოლარია.