ფინეთი

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, 34 წლის პრემიერმინისტრი ეყოლება

სანა მარინი
Getty Images

ფინეთის პრემიერმინისტრი 34 წლის სანა მარინი გახდა. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსია, რომელმაც პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისიდან სოციალ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მარინი ფინეთის სატრანსპორტო მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო პარლამენტარი 2015 წელს 27 წლის ასაკში გახდა.

ის პრემიერმინისტრის პოსტს ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიკავებს. მარინი 5 პარტიისაგან შემდგარ კოალიციას მეთაურობს. კოალიციაში შემავალი ხუთივე პარტიის ლიდერი ქალია. მათგან ოთხის ასაკი 35 წლამდეა.

ფინეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საფოსტო სერვისის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა ხელფასის შემცირებამ გამოიწვია. კოალიციის წევრებმა გამოაცხადეს რომ ანტტი რინნესადმი ნდობა დაკარგეს.

მარინი ამბობს, რომ პოსტის დაკავების შემდეგ ნდობის აღდგენაზე იმუშავებს. მის ასაკთან დაკავშირებულ კითხვაზე კი პასუხობს:

"არასოდეს მიფიქრია ჩემს ასაკსა და სქესზე. ვფიქრობ იმ მიზეზებზე, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი და რისთვისაც ამომრჩევლის ნდობა მოვიპოვე."

კომენტარები