ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

ვაშაძე: შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ ასე გაგრძელდა, არ გვექნება საგარეო პოლიტიკური მიღწევები

ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, იმ ადამიანებს, ვინც თავის წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ ევროპარლამენტში, შესანიშნავად აქვთ გათავისებული რა ხდება საქართველოში და სრულად აქვთ ინფორმაცია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და ამ სიტუაციაში ხელისუფლებას ეკისრება პასუხიმგებლობის უდიდესი ნაწილი, საქართველოსთვის სრულიად შეუძლებელი იქნება საგარეო პოლიტიკური მიღწევები. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, რომელიც ხდება თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში და ძალიან დიპლომატიური ენით იყო ნათქვამი, რომ გასაგებია, რომ აქაც პასუხიმგებლობის უდიდესი ნაწილი ხელისუფლებას ეკისრება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ვეროპარლამენტარებთან შეხვედრის შესახებ.

კომენტარები