თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ტაბულა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მთავარი ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში დიტო ცინცაძის ფილმმა, "ჩაისუნთქე, ამოისუნთქე", მიიღო. ასევე, ჟიურიმ განსაკუთრებულად აღნიშნა უტა ბერიას ფილმი, "უარყოფითი რიცხვები".

იხილეთ გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით: 

  • ადამიანის უფლებები - "უარყოფითი რიცხვები" (რეჟისორი-უტა ბერია)
  • მოკლემეტრაჟიანი - "მამული" (რეჟისორი-გიორგი სიხარულიძე) 
  • დოკუმენტური - "სანამ მამა დაბრუნდება" (რეჟისორი-მარი გულბიანი) 
  • განსაკუთრებული ჯილდო დოკუმენტური ფილმისთვის - 12 გაკვეთილი (რეჟისორი-გიორგი მრევლიშვილი) 
  • ჟიურის სპეციალური პრიზი ოპერატორული ნამუშევრისთვის - "ბოროტმოქმედი" (რეჟისორი- დიმიტრი მამულია) 
  • საუკეთესო ფილმი - "ჩაისუნთქე, ამოისუნთქე" (რეჟისორი-დიტო ცინცაძე)

კომენტარები