ოპოზიციის აქცია ქუთაისში

ბოკერია ოცნების აქციაზე: საჯარო მოხელეების ძალით ჩამოყრა უძლურების დემონსტრაციაა

საჯარო მოხელეების ძალით ჩამოყრა, რომლებიც ხუთ წუთში დაიშლებიან, ან კონცერტზე წავლენ, სრული უგუნურებაა. ეგ აქცია თუ მართლა გააკეთეს და დააძალეს საწყალ ხალხს საჯარო სამსახურში, წამოდით ან სამსახურიდან გაგყრითო, რეჟიმის ჩამოშლის კიდევ ერთი სიმბოლო იქნება. რეჟიმი, რომელიც ამ მეთოდებით ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ მხარდაჭერა აქვს, პირიქით, თავისი უძლურების დემონსტრირებას ახდენს... ასლან აბაშიძეც ასე იქცეოდა, ამიტომ ვიხსენებთ მას. ეს არის ძალიან ცუდი გზა ქვეყნისთვის და სახიფათო - პირადად ივანიშვილისთვის. ჩვენ მას შანსს ვუტოვებთ, იმიტომ კი არა, რომ მისთვის ეს შანსი გვემეტება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ასე ჯობია. მაგრამ თუ აპირებს ამ უტიფრობის გაგრძელებას, ჩვენ, საზოგადოების უდიდეს ნაწილს, გრძელი მოთმინება გვაქვს, ასევე გვაქვს რწმენა და ნებისყოფა, რომ იმდენ ხანს გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი, სანამ მთლიანად არ ჩამოეშლება თავზე ის ხელისუფლება, რომელიც ახლა აქვს. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ქუთაისში გამართული ოპოზიციის აქციიდან ტელეკომპანია პირველის სატელევიზიო ჩართვაში.

კომენტარები