სახელმწიფო ბიუჯეტი

ათონელისა და ავლაბრის რეზიდენციების შენახვაზე წელს 1.7 მილიონი ლარი დაიხარჯა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თბილისში მდებარე ორი საპრეზიდენტო სასახლის შენახვაში, 2018 წლის დეკემბრიდან, 2019 ოქტომბრამდე სულ 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

საუბარია ავლაბრისა და ათონელის სასახლეებზე. მოცემულ პერიოდში ავლაბრის რეზიდენციის მოვლა-პატრონობაზე გაწეულმა ხარჯებმა მცირედით გადააჭარბა მილიონ ლარს. აქედან ყველაზე მეტი 638 ათასი კომუნალურ გადასახადებში დაიხარჯა. რეზიდენციაში მომუშავე ადამიანების ხელფასებზე კი 335 ათასი ლარი გამოიყო. 

რაც შეეხება ათონელის რეზიდენციას, საპრეზიდენტო სასახლის მოვლა-პატრონობაზე იმავე პერიოდში 653 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ ხარჯების უდიდესი ნაწილი 408 ათასი ლარი ხელფასებზე მოდის. 

ცნობისთვის, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის ბედი კვლავაც გაურკვეველია. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, სასახლემ ფუნქცია დაკარგა, ვინადაინ საქმიანობისთვის ზურაბიშვილმა სწორედ ათონელის რეზიდენცია აირჩია. 

მიუხედავად ამისა უცხოელ სტუმრებს ზურაბიშვილი ძირითადად ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს. 

 

კომენტარები