NATO

NATO-ს სამიტზე ტრამპთან პოზიტიური დიალოგის შემდეგ დანია NATO-ს მეტ თვითმფრინავს მიაწვდის

მეტტე ფრედერიკსენი
REUTERS

ლონდონში NATO-ს სამიტზე ტრამპთან პოზიტიური დიალოგის შემდეგ დანიის პრემიერმინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია NATO-ს კიდევ ოთხ თვითმფრინავს მიაწვდიდა.

"რაც შეეხება NATO-ს, იყო სურვილი, რომ დანიას მეტი თვითმფრინავები გაეღო და ჩვენ ამას დავთანხმდით," - თქვა ფრედერიკსენმა პრესკონფერენციაზე.

ლონდონში საუბრისას პრემიერმინისტრმა ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დანიამ გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებით ტრამპის იდეა უარყო, აშშ-სა და დანიას შორის არანაირი კონფლიქტი არსებობდა.

მისი თქმით, თვითმფრინავები NATO-ს სამხედრო ძალებს 2020 და 2021 წლებში დაემატებოდა. თუ რა სახის თვითმფრინავებზეა საუბარი, ჯერჯერობით, უცნობია. 

"ეს ძალთა დიდი შეჯიბრია, რასაც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ნელნელა უკვე ვხედავთ. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსული წყალქვეშა ნავების გაზრდილ რაოდენობას და აქ ჩვენ უფრო ახლო კოოპერაცია გვჭირდება," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ფრედერიკსენის თქმით, რუსეთის აქტიურობის საპასუხოდ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში გაზრდილი მეთვალყურეობა, რადარებითა და სატელიტებით აღჭურვილი საჰაერო სივრცის უზრუნველყოფა იყო საჭირო.

რამდენიმე დღის წინ დანიის სადაზვერვო სამსახურმა გაფრთხილება გამოსცა, რომ ამ რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირება იზრდებოდა და ჩინეთი რეგიონში სამეცნიერო კვლევების გაზრდას მისი სამხედრო ძალების გავლენის გაზრდისთვის იყენებდა.

მეორე დღეს რუსეთმა განცხადება გაავრცელა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის რუსულ ნაწილში სარაკეტო თვითმფრინავით MiG-31K რაკეტა Kinzhal გამოსცადა. 2018 წლის მარტში ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სხვა რაკეტებთან ერთად რაკეტა Kinzhal დაუმარცხებელი იყო.

დანიის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რეგიონში რუსეთს, აშშ-ისა და ჩინეთს შორის დაძაბულობა იზრდებოდა.

კომენტარები