ანტისემიტური ინციდენტი

საფრანგეთში ებრაული სასაფლაოს 107 საფლავზე ნაცისტური სიმბოლოები გამოსახეს

CNN World

სტრასბურგთან მდებარე ებრაული სასაფლაოს 107 საფლავზე დახატული ნაცისტური სვასტიკებისა და ანტისემიტური გრაფიტის ფაქტზე საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქრისტოფ კასტანერმა, რომელიც სასაფლაოზე ოთხშაბათს დილით მივიდა, მომხდარს „ანტისემიტიზმის საზარელი ფაქტი“უწოდა.

„მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, მოვიდეს აქ შუაღამისას და შეურაცხყოს აქ დაკრძალულთა ხსოვნა, ჩვენი ფრანგული სახელმწიფოს ხსოვნა... მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ არ დავტოვებთ მარტო ამ ადამიანებს, ყველა საშუალების მობილიზებით გავყვებით და ვიმოქმედებთ ამ ფაქტზე“ - თქვა მინისტრმა.

კასტანერმა ასევე დააანონსა „სიძულვილთან მებრძოლი ოფიციალური სამსახურის“ შექმნა და აღნიშნა, რომ პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვანდალიზმის ფაქტი ტვიტერზე დაგმო: „ანტისემიტიზმი დანაშაულია, ჩვენ მას შევებრძოლებით ვესტჰოფენში და ყველგან, მანამდე კი დაე, მშვიდად განისვენონ გარდაცვლილებმა."

ალსაკეს რეგიონში ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმე ანტისემიტური ინციდენტი მოხდა. მაგალითად, თებერვალში საფრანგეთის სოფელ Quatzenheim- ის სასაფლაოზე 96 საფლავი მოხატეს სვასტიკებით.

საფრანგეთი ევროპაში ებრაელი თემის რიცხოვნებით პირველ ადგილზეა, აქ დაახლოებით 500 000 ებრაელი ცხოვრობს. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით კი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ანტისემიტურმა თავდასხმებმა 74%-ით მოიმატა, თუ 2017 -ში ინციდენტების რიცხვი 311 იყო, 2018 წელს უკვე 541-მდე გაიზარდა.

კომენტარები