პროპორციული არჩევნები

ბაქრაძე: ჩვენ არ ვითხოვთ ხელისუფლების დამხობას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს

მთელი ჩვენი ბრძოლა არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი. ასეთივე არაძალადობრივი და მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, მიუხედავად იმ უაღრესად შემაშფოთებელი მასიური ძალადობის ფაქტებისა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, და გაგრძელდება აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნით. ჩვენ არც ხელისუფლების დამხობას ვითხოვთ, არც არავის წასვლას, განსხვავებით იმავე წინა წლების ოპოზიციური აქციებისგან. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, სადაც ყველას, მათ შორის ქართულ ოცნებასაც ექნება წარმატების შანსი, თუ ხალხი მხარს დაუჭერს. ეს არის მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი".

კომენტარები