მიუღებელია საერთოდ რაიმე სახით დაპირისპირება, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენება, ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს და მიუღებელია ასეთი ტიპის აქციები, რომელიც ძალადობის სახეს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ამ მეთოდებით გვემუქრება. ის ფაქტი, რომ როდესაც ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას იქაც მხარდამჭერი ხვდება, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ოპოზიციის წევრები თესავენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან.
საპროტესტო აქციები
ცქიტიშვილი "ოცნების" აქტივისტების დახვედრაზე: ოპოზიციის აგრესიის ბუნებრივი გამოძახილია
tbl.ge/495r
დაკოპირდა

თქვა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. გუშინ, 3 დეკემბერს, მცხეთაში, მერიის შენობასთან ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების აქცია გაიმართა. ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს მერიასთან "ოცნების" აქტივისტები დახვდნენ. "ოცნების" აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირპირდნენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 2 დეკემბერს "გაბედეს" წევრებს მერიის წარმომადგენლებმა და ქართული ოცნების აქტივისტებმა სცემეს.
ამავე თემაზე
- აქციებზე უფლებადარღვევების საქმეების დიდ ნაწილზე გამოძიება უშედეგოდ გრძელდება – ომბუდსმენი
- მამა ანდრია: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის, ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი
- აკრძალვების მიუხედავად, 27 დეკემბერს 19:00 საათზე მსვლელობა გაიმართება – NGO-ების ნაწილი
- შსს აქციის მონაწილეებს მსვლელობას 1-დან 9 იანვრის ჩათვლითაც უზღუდავს
- შსს 21-31 დეკემბერს რუსთაველზე აქციის გამართვის პირობებს აქვეყნებს




