ქართული ოცნება

"ოცნების" აქტივისტები ზუგდიდში ენმ-ის ოფისთან აქციას მართავენ, მათ შორისაა საკრებულოს წევრი

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტები აქციას მართავენ. მთავარი არხის ცნობით, მათი ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაშია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პარტიის ოფისის დარბევას აპირებენ და კვერცხებს ისვრიან.

აქტივისტებს მიტანილი აქვთ პლაკატები - "გვახსოვს 7 ნოემბერი", "არ დავუშვებთ". ადგილზე პოლიცია არ იმყოფება.

აქციაზე იმყოფება ზუგდიდის საკრებულოს ერთერთი წევრიც.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი

"საკრებულოს წევრი ვარ, მერე რა, ძალადობრივი რეჟიმის მობრუნება არ გვინდა და როლანდ ახალაიას დაბრუნება არ გვინდა, მთელი ქალაქია გამოსული" - ამბობს საკრებულოს დეპუტატი მთავარ არხთან.

კითხვაზე, რატომ მივიდნენ აქციაზე და არიან თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმებულები, აქტივისტები შემდეგ პასუხს სცემენ - "აგერ ვსეირნობდი და მოვედი", "მთელი ქალაქი აქ ვართ", "ესენი უნდა ამოიძირკვონ".

კომენტარები