ჩრდილოეთ კორეა: აშშ-ზე არის დამოკიდებული, საშობაოდ რა საჩუქრის მიღება სურს

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებზე არ მოდიოდა და "დროის მოგებით" იყო დაინტერესებული. ჩრდილოეთ კორეის მხარემ თქვა, რომ აშშ-ზე იყო დამოკიდებული თუ რა საჩუქრის მიღება სურდა საშობაოდ.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრმა რი თაე სონგმა განაცხადა.

"აშშ-ის მიერ წამოწყებული დიალოგი არაფერია, მაგრამ სულელური ხრიკი, რითაც სურს, ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ სახალო რესპუბლიკასთან დიალოგი პოლიტიკური ვითარებისა და აშშ-ის არჩევნებისთვის გამოიყენოს," - თქვა მან.

ამ სიტყვებით მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უპასუხა, რომ ჩრდილოეთ კორეა პროვოკაციებს უნდა შეეშვას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს და ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა.

კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისგან "მათი ეკონომიკისთვის საზიანო" სანქციების მოხსნასაც ითხოვს.

კომენტარები