ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება

ნოემბერში ხე-ტყის უკანონი მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოვლინდა

შსს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის ნოემბრის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 207 ფაქტი, კახეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. იმერეთში 72 ფაქტი გამოავლინეს, აჭარაში-68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 46-46, შიდა ქართლში 36, მცხეთა-მთიანეთში 19, რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 11, სამეგრელო ზემო სვანეთში 11, გურიაში კი 4.  

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყეა ამოხებული. 

"ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სულ, საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა",-ვკითხულობთ განცხადებაში. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები