საპროტესტო აქციები

"ოცნების" აქტივისტები "სირცხვილია"-ს წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ამ წუთებში ხმაურია ქართული ოცნების ოფისთან. სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე - "რამდენს ბედავთ" - ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ - ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ "სირცხვილია-ს" აქტივისტებს. "ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იგინებიან და ყვირიან - "გაყარეთ ესენი აქედან“.

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, იმოქმედონ და ქართული ოცნების აგრესიული წევრები დააკავონ.

კომენტარები