ე.წ გერმანული მოდელი

კობახიძე: ე.წ გერმანული მოდელის კიდევ ერთი პრობლემა ყალბი პარტიებია

ერთერთი პრობლემა რა არის, რომ თქვენ იცით, რომ არაერთი fake პარტია, ანუ ყალბი პარტია, ან ერთკაციანი სატელიტი პარტია აქვს შექმნილი ოპოზიციას. 10-ზე მეტია ასეთი fake პარტია, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას მილიონობით ლარით, უფასო სარეკლამო დროს და ა.შ. fake პარტიების პირობებში გერმანული მოდელი საერთოდ აზრს კარგავს.

ეს არის ერთი არგუმენტი - სად არის გარანტია, რომ fake პარტიები არ იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული? თუ fake პარტიას რომელიმე პარტია გამოიყენებს, მაშინ ის იღებს უსამართლო უპირატესობას და, შესაბამისად, საერთოდ აზრი ეკარგება გერმანული მოდელის დანერგვას

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, ამის შესახებ ტვ იმედის ეთერში ისაუბრა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის ჩიხიდან გამოსასვლელად შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

კომენტარები