საპროტესტო აქციები

მცხეთის მერიასთან ხუნდაძის ბიუროსთან მისული "გაბედე"-ს აქტივისტი ბექა ნათელაშვილი დააკავეს

მცხეთის მერიასთან, სადაც მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროა, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათ დიმიტრი ხუნდაძეს ვერცხლის 41 მონეტა მიუტანეს იმის ნიშნად, რომ "ქვეყანა გაყიდა 41 ვერცხლად". "გაბედე"-ს წევრები დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას და მისგან განმარტების მოსმენას ითხოვდნენ, რატომ ჩააგდო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი. აქტივისტები მერიის თანამშრომლებმა და მცხეთის მერმა შენობაში არ შეუშვეს, დაპირისპირებისას ერთერთი აქტივისტი, ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

"არ ხართ თქვენ შიგნით შესაშვებები, მერი ვარ მეთქი, არ არის ხუნდაძე აქ, წადით სახლებში... თქვენგან გიცავთ, თქვენივე თავისგან გიცავთ, ხუნდაძესაც დავიცავ, ყველას დავიცავ, უკანონობისგან ყველას დავიცავ" - მიმართა მცხეთის მერმა აქციის მონაწილეებს. 

კომენტარები