წყალდიდობა საფრანგეთში

მარსელთან სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი

https://www.arabnews.com/

საფრანგეთში, მარსელთან ახლოს სამაშველო ვერტმფრენი EC145 ჩამოვარდა და სამი მაშველი დაიღუპა. 

Deutsche Welle-ის ცნობით, შემთხვევა 1 დეკემბერს ღამით მოხდა. ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად გაფრინდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

საფრანგეთი უკვე ერთი კვირაა სტიქიას ებრძვის. გადაუღებელი წვიმების შედეგად რამდენიმე რეგიონი დაიტბორა. წყლის დონემ ზოგიერთ რეგიონში 1 მეტრს მიაღწია. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია და ინფორმაცია დაკარგულების შესახებაც ვრცელდება. 

წყალდიდობის გამო ზოგიერთ მუნიციპილტეტში დაიხურა სკოლები და ბაღები. ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. 

კომენტარები