საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა: მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოვუწოდებთ

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. 

ორგანიზაცია მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

"საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, "საერთაშო​რისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ", - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

კომენტარები