პარლამენტის პიკეტირება

კახიანი: რა პრობლემა გვექმნება? თუ საჭირო იქნება, ბოლომდე ასე ვივლი ამ მოწვევის პარლამენტში

ჩვეულებრივი სიტუაცია არ არის, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, მერწმუნეთ. როდესაც ამბობთ, რომ სამსახურში მისვლის პრობლემა გვექმნება, რა პრობლემა გვექმნება?! ასე ვივლი თუ საჭირო გახდება ბოლომდე ამ მოწვევის პარლამენტში. არაფერი არ შემაჩერებს, რომ მივიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. რაც უნდათ, ის გააკეთონ, როგორც უნდათ, პროტესტი ისე გამოხატონ. 

თქვა უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში. დღეს, 29 ნოემბერს, დეპუტატები პიკეტის ასაცილებლად პარლამენტში 3 საათით ადრე მივიდნენ.

კომენტარები