ივანიშვილის ინტერვიუ

დაჩი ბერაიას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ განმეორებით ჯერ არ უნახავს

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი დაჩი ბერაია ტაბულას კითხვაზე, ნახა თუ არა განმეორებით იმედის ეთერში გასული ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, პასუხობს, რომ ჯერ არ უნახავს.

დეპუტატს ტაბულამ გუშინ, 28 ნოემბერს, ჰკითხა, იყო თუ არა რომელიმე საკითხი, რასაც ივანიშვილის ინტერვიუდან არ იზიარებდა. ბერაიამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ გასული ინტერვიუდან ვერ იხსენებს ისეთ საკითხს, რასაც არ დაეთანხმა.

ირაკლი დაჩი ბერაიამ ასევე აღნიშნა, რომ "ამას ღრმა ანალიზი სჭირდება" და კიდევ ერთხელ უნდა უყუროს ინტერვიუს "სხვა თვალით" და შემდეგ ექნებოდა დასმულ კითხვაზე ზუსტი პასუხი.

კომენტარები