ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ვოლსკი ივანიშვილის ინტერვიუზე: ეს არაა მარტო მისი პოზიციები, ესაა ჩვენი აზრის გაზიარებაც

ტაბულა

კითხვაზე, თუ არის რამე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში, რაზეც ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს არ ეთანხმება, სპარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ივანიშვილს სპონტანურად არ უსაუბრია.

"ეს არ არის სპონტანური ჩამოყალიბებული პოზიციები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ეს არ არის მხოლოდ მისი პოზიციები, ეს არის გაზიარება იმ თემის, რა პოზიციაც ჩვენ, უმრავლესობაში გაგვაჩნია, ასე რომ თუ ვსაუბრობ მე ან საუბრობს ივანიშვილიან ნებისმიერი ჩვენგანი, ეს იმას ნიშნავს, რომ, პოზიციაა ასეთი. აქ ხომ არ არის საკამათო თემა შემოტანილი, ეგ შეკითხვაც უფრო უფრო პოპულისტურია" - მიმართა ვოლსკიმ ტაბულას.

კითხვაზე, თუ იზიარებს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ქართველების საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ, გია ვოლსკი პასუხობს - "ლეგალური დასაქმება იმას ნიშნავს, რომ არალეგალურ დასაქმებას და ტრეფიკინგს უნდა ვებრძოლოთ". მისივე თქმით, "ჩვენი მოქალაქე, ვინც შეიძკებს, რომ სახელმწიფოს მეშვეობით ლეგალურად დასაქმდეს და არ ექნება არალეგალურად მუშაობის სამწუხარო გამოცდილება, განათლებასაც შესაბამისს მიიღებს, შრომის კულტურასაც მეტს შეიძენს, შემოსავალსაც".

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველების უცხოეთში ლეგალურად დასაქმების ინიციატივით გამოდის. მან TV იმედის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ორი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ივანიშვილის აზრით, "რეალობიდან უნდა გამოვიდეთ" და "არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ყველას დავასაქმებთ, დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს". მისი თქმით, საშუალოდ, ქვეყნიდან გასული ემიგრანტებისა და ქვეყანაში დარჩენილი დაუსაქმებელი ადამიანების ჩათვლით ორი მილიონი სამუშაო ადგილია საჭირო, რის შექმნასაც ათწლეულები სჭირდება.

კომენტარები