პარლამენტის პიკეტირება

მდინარაძე ოპოზიციაზე: როცა მიწაზე დაეშვებიან, საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი მუშაობს და მისი ფუნქციონირების შეჩერებას მმართველი გუნდი არ დაუშვებს. 

მისივე თქმით, ოპოზიცია თავისი ქმედებებით დიალოგის რესურსს არ ტოვებს და ეს მხოლოდ საპარლამენტო ფორმატშია შესაძლებელი.

"საუბრობენ დიალოგზე. კი ბატონო, საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც დაეშვებიან მიწაზე და მიხვდებიან, რომ ასეთი მარგინალური ქუჩის ქმედებები არ არის შედეგიანი"- ამბობს მდინარაძე. 

მისივე თქმით, პრიორიტეტულია პარლამენტის მუშაობა და არა ის, თუ როგორ შემოდიან დეპუტატები შენობაში. 

........

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში ნელნელა იპარებიან. მათ პარლამენტში შესაღწევად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით უწევთ შესვლა, რადგან ყველა სხვა გზა, მომიტინგეების შიშით, სამართალდამცველებმა თავად ჩახერგეს. 

ოპოზიციურმა ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დღეისთვის პარლამენტის შესასვლელების კიდევ ერთი პიკეტირება დააანონსეს, დილით ადგილზე მისულებს კი ასობით სამართალდამცველი დახვდათ, რომლებიც რკინის კონსტრუქციებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან იცავენ. 

კომენტარები