კობახიძე ივანიშვილის ინტერვიუზე: ვისმენთ ენმ-ის ნერვიულ კომენტარებს, მათ ჩაიხედეს სარკეში

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში. სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი, სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში და დღეს დილიდან ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში! ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ.

თქვა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, რომელიც 27 ნოემბერს ტვ იმედის ეთერში გავიდა. გადაცემის წამყვანს, ნიკა ლალიაშვილს, ქართული ოცნების თავმჯდომარისთვის არც ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამს.

კომენტარები