პარლამენტის პიკეტირება

თალაკვაძე პარლამენტში მივიდა და ჟურნალისტების კითხვებს დაცვის დახმარებით გაექცა

ტვ.პირველი

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თუმცა მან მედიის კითხვებს არ უპასუხა. 

ჟურნალისტები თალაკვაძეს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, თუმცა მან პარლამენტის შიდა ეზოში კომენტარი არ გააკეთა და დაცვის დახმარებით შენობაში შევიდა.

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შედიან, რადგან ყველა სხვა მისასვლელი გზა სამართალდამცველებმა თავად ჩახერგეს რკინის კონსტრუქციებით. 

ცნობისთვის, პარლამენტის ეზოში დეპუტატების შესვლას მომიტინგეების პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ მათ არავინ დაუკავებიათ, მხოლოდ სიტუაციას განარიდეს. 

კომენტარები