ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პარლამენტის პიკეტირება

უგულავა: სიმბოლურია, რომ პარლამენტმა სკამები რკინის ღობეების ფონზე უნდა გაანაწილოს

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019 - 10:09
ტაბულა
tbl.ge/48gd
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ ტვ იმედთან ფარდა ახადა მის ტყუილს და ქართული ოცნების თავმჯდომარემ თავადვე აღიარა, რომ "მაჟორიტარების ამბოხი" არ ყოფილა და 2020 წლის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება მან თავად დაგეგმა და განახორციელა.

მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობების ახალ გადანაწილებას დაამტკიცებენ, შენობას რკინის ღობეები აქვს შემოვლებული.

"ძალიან კარგია, რომ პოლიცია აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს. მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი. გეტოდ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ და ასე რკინის ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა დღეს უნდა გაინაწილოს დარჩენილი სკამები. სიმბოლიზმია, რომ რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება. ამ დღეშია ქართული ოცნება.

ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი იყო, არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი. ხუმრობით ჩვენ ამას ვუწოდებთ აიკიდოს მეთოდს. პოლიციამ მოიტანა რკინის ღობეები, დაალაგა ყველგან, კი ბატონო, ეს ის საქმეა, რასაც ჩვენ ვაპირებდით, რომ ცოცხალი ძალით გაგვეკეთებინა. ერთი ხვრელია დატოვებული სადღაც ოცნების დეპუტატებისთვის. დავაკვირდებით აუცილებლად, როგორ შეძვრებიან ეს დეპუტატები რომელიღაა უკანა ხვრელში", - თქვა გიგი უგულავამ.

აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს, 28 ოქტომბერს პარლამენტის პიკეტირებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. პიკეტირემა მათ გუშინ დააანონსეს, ღამით კი პოლიციამ შენობის ყველა შესასვლელი ჩახერგა, რათა აქტივისტებს შენობასთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდეთ. დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ პოლიციის დახმარებით შედიან.

წინა ორ შემთხვევაში შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალის გადამეტებით დაშალა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა იგეგმება.

აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ გაცემული დაპირება შეასრულოს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს. შესაბამისი კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო.

პარლამენტის პიკეტირებაგიგი უგულავაპოლიციარკინის ღობეებიპროპორციული საარჩევნო სისტემა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020 - 11:16აქციაზე მედიას თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება, მუშაობა პოლიციის კორდონებს შორის უწევს
  • ორშაბათი, 3 თებერვალი, 2020 - 18:41უგულავა: იქნება პიკეტები, აქციები, მანამ, სანამ საზოგადოება პროპორციულ სისტემას არ მიიღებს
  • ორშაბათი, 3 თებერვალი, 2020 - 14:10ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება
  • ორშაბათი, 3 თებერვალი, 2020 - 12:23კალაძე: პიკეტირება მიუღებელია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
  • სამშაბათი, 28 იანვარი, 2020 - 12:444 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება [VIDEO]

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 19:45

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 19:35

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕