დიდი ბრიტანეთი

ლონდონის მერიამ Uber-ის საქმიანობის ლიცენზიაზე უარი უთხრა

wsj.net

ლონდონის საქალაქო რეგულატორის Transport for London-ის გადაწყვეტილებით, Uber-ის საქმიანობის ლიცენზია არ გაუგრძელდა. 

უარის ოფიციალური მიზეზად, უსაფრთხოების არადამოკმაყოფილები ზომებია. ლონდონის საქალაქო უწყებაში, ამბობენ, რომ Uber-ის შემთხვევაში არის მაღალი რისკი არაკვალიფიციური მძღოლების საქმიანობის. 

ლონდონის მერმა დადებითად შეაფასა რეგულატორის გადაწყვეტილება. სადიკ ხანი ამბობს, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მძღოლები სხვისი ელექტრონული ანგარიშებით სარგებლობდნენ. ხანი ამბობს, რომ კომპანიამ უნდა გაზარდოს უსაფრთხოების დონე. 

Uber ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც 2009 წელს აშშ-ში სან-ფრანცისკოში დაარსდა. იქიდან გამომდინარე, რომ უბერი ტაქსის გამოძახებისა და გადახდი აპლიკაციაა, ხოლო მძღოლები თავიანთი ავტომობილებით მუშაოებენ სერვისზე, ეს მნიშვნელოვნად აიაფებს მგზავრობის საფასურს. 

ევროპის არაერთ ქვეყანაში Uber-ის შესვლას ტრადიციული ტაქსებისა და მფლობელი კომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია. 2017 წელს, ლონდონის რეგულატორმა პირველად ჩამოართვა ლიცენზია Uber-ის, თუმცა მოგვიანებით ხარვეზების აღმოსაფხვრელად 15 თვიანი ვადა მისცა. ეს ვადა გასულ კვირაში ამოიწურა. 

კომპანიაში რეგულატორის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ. Uber-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი აპირებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ხოლო მოსმენების პერიოდში საქმიანობის გაგრძელებას გეგმავენ.

Uber-ის წარმომადგენლის ჯეიმი ჰეივუდის თქმით, ბოლო პერიოდში კომპანიამ გასაუბრება ჩაატარა, ლონდონში მომუშავე თითოეულ მძღოლთან და ამან მნიშვნელოვნად გაზარდა უსაფრთხოების დონე. 

ამ დროისთვის ლონდონში Uber-ის აპლიკაციით 45 ათასი მძღოლი მუშაობს. კომპანიის მოგების მეოთხედზე მეტი ხუთ ქალაქზე, ნიუ-იორკზე, სან-ფრანცისკოზე, ლოს-ანჯელესზე, ლონდონზე და სან-პაულოზე მოდის. 

ბოლო პერიოდში Uber იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა დანიაში, ბულგარეთში, უნგრეთში და თურქეთში.

კომენტარები