დღეს, 26 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოდავის I, II ქუჩების, ასპინძის I, II ქუჩების, ახალი არსენალის II ქუჩის, ახუთის, ნინო და კალისტრატე სალიების, პაატა სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, გუმათის, ლამის, ძეგამის, ხრამჰესის, ბოდავის და დავით ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხევძმარის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ალეკო გობრონიძის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის, ჯანაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულრიფშის, რევაზ ურიდიას, კამალოვის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, კიკნაძის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კალიუჟინის, კობალაძი, მიქატაძის და დობროლიუბოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ძოწენიძის და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძის და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, გორგასლის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





