პროპორციული არჩევნები

კანდელაკი: პროპორციულის ჩაგდება უცხოელ მეგობრებთან კონფრონტაციაა

გიორგი კანდელაკი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ოთხშაბათს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება იქნება. 

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით. 

"ოცნება არ წავიდა არანაირ კომპრომისზე საზოგადოებასთან, ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის კონფრონტაციაში შესვლა, არამხოლოდ ქართველ მოსახლეობასთან, არამედ უცხოელ მეგობრებთანაც, რადგან, პროპორციული არჩევნების უარყოფის შემდეგ, იყო მთელი წყება უაღრესად კრიტიკული განცხადებებისა. შეგახსენებთ, იყო აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება, იყო ძალიან მწვავე განცხადებები აშშ-ის კონგრესში. და ძალიან ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, მოცემული პირობა შესრულდეს" - აღნიშნა კანდელაკმა. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადაუდებლად იპოვონ მისაღები გზები.

კომენტარები