ქართული ოცნება

უმრავლესობის სხდომის პარალელურად, ქართული ოცნების ოფისთან აქცია მიმდინარეობს

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. პარალელურად, შენობასთან მოძრაობა "შეცვალე" საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ე.წ გერმანული მოდელით. დღეს, 19:00-ზე პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართება. მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ, რის შემდეგაც, ღამეს გაათენებენ, რათა დეპუტატებს 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცენ. მასშტაბური აქციები ყოველ ორშაბათს იგეგმება. ამის გარდა კი, ოპოზიცია ყოველდღიურად სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის პიკეტირებას ახდენს და ბოქლომებს ადებს.

კომენტარები