პარლამენტი

თალაკვაძე იტალიაში ვიზიტზე: ოჯახური გასვლის გამო ვაიუშველებელი ატეხეს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედში იტალიაში კომოს ტბაზე მისი ვიზიტზე ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, არანაირი პოლიტიკური შატალო არ ყოფილა და სამუშაო დღეებში პარლამენტში იმყოფებოდა. 

"მე ძალიან აღმაშფოთაა როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური შატალო არ ყოფილა",— ამბობს არჩილ თალკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, სიუჟეტის ავტორებს სურდათ წარმოეჩინათ თითქოს იგი ბიუჯეტის ხარჯზე გაფრინდა დასასვენებლად კომოს ტბაზე. რეალური კი ისაა, რომ პირად საქმეზე იმყოფებოდა იტლიაში და მეორე დილით უკვე სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა. 

თალაკვაძემ ასევე, ისაუბრა მის მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეო მიმართვის შესახებაც. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი მიზანი იყო პასუხი გაეცა ფეიკ ნიუსებისთვის, რომელიც მისი ვიზიტის ირგვლივ აგორდა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მედიამ, მათ შორის ფორმულამ 21 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის, ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებას ესწრებოდნენ. ინფორმაცია პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ფეისბუქზე გავრცელდა.

კომენტარები