ოთო კახიძე

კახიძე პლებისციტზე: ეგ საკენკი დაუყარეთ თქვენ მონა-მორჩილებს

ბატონო ბიძინა, რა პლებისციტი, თქვენ ხალხი გამოშტერებული ხომ არ გგონიათ?

სრულიად ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს პროპორციულ სისტემას და ყველა კვლევით მოსახლეობის უმრავლესობა ამ აზრზეა.

ახლა გინდათ დროის მოგება და ამოსუნთქვა, იქნებ როგორმე საპროტესტო განწყობა მინელდეს ხომ?

ეგ საკენკი დაუყარეთ თქვენ მონა-მორჩილებს - დაჩი ბერაიებს და დიმიტრი ხუნდაძეებს.

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში. ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილსა და მაჟორიტარებს შორის შეხვედრის შედგა. არსებობს ვარაუდი, რომ შეხვედრაზე პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მაჟორიტარებს ეს არ დაუდასტურებიათ. საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტის ჩატარების იდეა უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ წამოაყენა.

კომენტარები