მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაიდოს გარანტიები, რომ თოფიანი ხალხი - პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება მათი კონტროლის ქვეშ. ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი, რაც აფრთხობს ჯერ კიდევ ადამიანებს, არის სწორედ ის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელში ისევ შეიძლება აღმოჩნდეს თოფიანი ადამიანები და ამ ადამიანების ეშინიათ. შესაბამისად, არის საჭირო გარანტიები იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და ეს არის გასაკეთებელი რაც შეიძლება სწრაფად
ზურაბ ჯაფარიძე
ჯაფარიძე: ენმ-მ დადოს გარანტიები, რომ ძალოვანებზე მათი კონტროლი არ იქნება, ეს აფრთხობს ხალხს
tbl.ge/47wh
დაკოპირდა

ეს განცხადება გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე მეგრელიშვილზე: არანაირი გარანტიები არავისგან არასდროს არ მქონია
- ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია
- ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ, ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში
- ჯაფარიძე: პარტიები თანხმდებიან მეტზე, ან ზურაბიშვილი ცალმხრივად იღებს პასუხისმგებლობას
- ჯაფარიძე ვაშაძის 4 პუნქტზე: ეს პუნქტები კანდიდატის წევრობის სტატუსთან პირდაპირ კავშირშია




